ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას - ეს ომი უნდა დასრულდეს, კრემლზე მაღალ ზეწოლას შევინარჩუნებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ელჩების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბლოკი კრემლზე ზეწოლას შეინარჩუნებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ საბრძოლო ტექნოლოგიებზე წვდომას. ასევე, ჩვენ სიაში შევიტანეთ ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 189 ხომალდი, რუსეთის ენერგოექსპორტზე ზეგავლენის მოსახდენად. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ კრემლზე მაღალ ზეწოლას შევინარჩუნებთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს. ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს