შალვა პაპუაშვილი - X მოწვევის პარლამენტი ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა, რადგან ის სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის გაბედულ კრებულს წარმოადგენდა

X მოწვევის პარლამენტი უახლეს ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა, რადგან ის სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა - X მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით! – ასე დაიწყო ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, X მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა და ”სწორედ ასეთ რთულ დროს გამოჩნდება ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.

“თუკი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციების მცდელობების კასკადი, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დაზიანება განიზრახეს, თუმცა შედეგად უფრო გამოწრთობილი, თავდაჯერებული და დაბრძენებული საზოგადოება მიიღეს.

იმისთვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ შევძელით ეს, უნდა გავიხსენოთ თუ რა გამოვიარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ