შალვა პაპუაშვილი - 2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში ISFED-თან ერთად USAID იყო ჩართული - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, 4 წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა

2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში ISFED-თან ერთად USAID იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა, რომ სწორედ, USAID გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის.

„ყველაფერი დაიწყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად და პირდაპირ იღებდა მინიშნებებს, რომ მიუხედავად საარჩევნო შედეგისა თუ ხალხის ნებისა, უნდა დაეთმო ხელისუფლება. თქვენ გახსოვთ ორი ვადის ამოწურვის შესახებ კამპანია, უცხო ქვეყნების ელჩების დემოკრატიის გაკვეთილები კოალიციური მმართველობის სიკეთეებზე და მსგავსი მინიშნებები.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ ტრადიციულად გაყალბებული უწოდა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეკვირიანი კამპანია, დემონსტრაციები და ცესკოსთან გამართული პროტესტი, რომელიც ენჯეო „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. მეათე მოწვევის პარლამენტი 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა და დააანონსა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხსაც შეისწავლიდა. იმავე დღეს, საპარლამენტო გამოძიებით შეშინებულ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი ტყუილის საჯაროდ აღიარება მოუწია. მოგვიანებით კი სხვა აღიარებაც მოვისმინეთ, რომ ყალბი შედეგების გავრცელებაში „სამართლიანი არჩევნების“ დონორი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა. კერძოდ ის, რომ USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს