ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა

ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, მისი თქმით, რჩება "ქართული ოცნების" გუნდის ერთგულ წევრად.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ქართულ ოცნებას" და რა თქმა უნდა ვრჩები, ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ზოიძე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!