თაზო დათუნაშვილი - არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა -კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს

კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, „მათ ქცევაში და ისტერიაში გამოჩნდა”.

„კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან. ეს ჩანს იგივე იმ სამარცხვინო და უბადრუკ წერილში, რომელიც გუშინ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს დააწერინა. რა თქმა უნდა, არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა-კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხადია, რომ ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, ამ ქცევაში და ისტერიაში, რომელშიც უკვე რამდენიმე დღეა ჩავარდნილები არიან”, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა