ნიკა მელია - ვფიქრობ, თავადაც არ აქვს ივანიშვილს გააზრებული, რა მძიმე შედეგებს მოუტანს აშშ-სთან ვა-ბანკი - ასეთი რეჟიმი ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს, ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს, ამ გზაზე დგას

მე ვფიქრობ, თავადაც არ აქვთ გააზრებული, რა მძიმე შედეგებს მოუტანს ივანიშვილს აშშ-სთან ასეთი ვა-ბანკი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლის ადრესატიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, ახალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მას არჩევნების ეშინია.

„მე ვფიქრობ, უსამართლო რეჟიმი ძალიან სწრაფად დამარცხდება. იმაზე სწრაფად, ვიდრე გვგონია. ზოგადად, თუკი რამეში ვარ დარწმუნებული ამაში, რომ „ქართული ოცნება“ როგორც რეჟიმი რაღაც გაწერილი გეგმით არასდროს დამარცხება. მსოფლიოში რეჟიმები ასე არასდროს მარცხდებიან. ასეთი რეჟიმი ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს. ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს. ამ გზაზე დგას.

„ქართლმა ოცნებამ“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო - სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია ახალი არჩევნების ჩატარებით და არა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. ეს მას უთხრეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე სხვა ამერიკელმა ბიუროკრატებმა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ამერიკასთან, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, მაგრამ ამ ახალი არჩევნების ეშინია,“ - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს