„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკი, აზროვნების აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს სესიების მხარდამჭერია. სესიები დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის რეგისტრაციამდე საჭირო ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები უძღვებიან.

ბიზნეს სესიების პირველი ლექცია 14 მაისს გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ბიზნეს იდეის გენერირებას, რეგისტრაციას და იურიდიული ფორმებს. შეხვედრას ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. შეხვედრის მონაწილეებს წარმოდგენა შეექმნებათ იმ ეტაპებზე, რომლებიც იდეის ბიზნესად გარდაქმნას უძღვის წინ - მათ შორის, იდეის გენერირებას, მის შეფასებას, სტრუქტურირებასა თუ პრაქტიკაში განხორციელებას.

შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ ამოვიცნოთ კონკურენტუნარიანი იდეა, რა ფაქტორები განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე, როგორ შევაფასოთ მისი პოტენციალი. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა ბიზნესის იურიდიული ფორმის შერჩევის კრიტერიუმებს, ფინანსური და ოპერაციული გეგმების ჩამოყალიბების საწყის ეტაპებს.

ღონისძიება 14 მაისს 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის