დონალდ ტრამპი - არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა - ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი

არ ვიცი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავა თუ არა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

„არ ვიცი, ის [ვლადიმერ პუტინი] იქნება თუ არა იქ. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ამის შესახებ [თურქეთში ვიზიტი] ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

„წინასწარ ამის შესახებ საუბარი არ მსურს, მაგრამ მე მეორადი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ყოველთვის განვიხილავ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა