შალვა პაპუაშვილი - ბატონმა ჰერჩინსკიმ მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე და ჩანს ავი მოლოდინი, რომელიც მას აქვს - რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, ვურჩევდი, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ნუ ჩაერევა

ბატონმა ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტყინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე და ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც მას აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პაპუაშვილმა ჰერინსკის მოუწოდა, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ, ბატონმა ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტყინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე და ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც მას აქვს. სასიხარულო განწყობით საუბრობს ამაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ელჩი, რომელსაც აგრემანი მიღებული აქვს, იმისთვის რომ წარმოადგინოს ევროკავშირი, ნაცვლად ამისა, ის აქ პროკურორის როლს თამაშობს და ინკვიზიტორივით გვევლინება.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას - ეს წარმოადგენს საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხს. მან რამდენიმე დღის წინ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ შიდა პოლიტიკაში არ ერევა. მოვუწოდებ მას და ვურჩევდი, ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა არ წარმოადგენს მისი იურისდიქციის სფეროს. ექსტრემისტი ორგანიზაციები თუ არ სჭირდება მას ევროკავშირში, გერმანიაში პოლონეთში ან სხვა ქვეყანაში, ასევე ექსტრემისტული ორგანიზაციები არ არის საჭირო საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, მან იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პატივი სცეს ვენის კონვენციას, თავის დიპლომატიურ ეთიკას, რომელიც მან არა ერთხელ დაარღვია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი