დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს

რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დოჰაში, კატარის ამირასთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ყველგან, მათ შორის უკრაინაშიც სურს.

„ამასთან დაკავშირებით დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს. ვნახოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა სურს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა