საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.

კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილს მეორე ვადით არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით ითვალისწინებდა. სარევიზიო კომისიის წევრებად დასახელდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ შალვა ჭკადუას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ თეონა ხუფენიას და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორის, პროფესორ გია კავთელიშვილის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის - თამარიუნის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნის ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.

ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა.

ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის - „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.

კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილს მეორე ვადით არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით ითვალისწინებდა. სარევიზიო კომისიის წევრებად დასახელდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ შალვა ჭკადუას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ თეონა ხუფენიას და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორის, პროფესორ გია კავთელიშვილის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის - თამარიუნის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნის ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.

ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა.

ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის - „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის