მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მტკვარში გოგონას ცხედარიც იპოვეს, რომელიც აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა