ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„პრეზიდენტი თავის ვიზიტს ანკარაში ერდოღანთან იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს