„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - აქცია, რომელიც წიგნის მიღმა ადამიანურ ღირებულებებს აერთიანებს, იწყება!

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ტრადიციად ქცეული ინიციატივა და მკითხველის საყვარელი აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“, 15 მაისიდან კვლავ იწყება!

ამჯერად, განსაკუთრებული პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოები „კაცია – ადამიანი?!“ იმ ფასად, რამდენსაც თავად გადაიხდით. აქცია კი რასაკვირველია მხოლოდ წიგნის ყიდვით არ შემოიფარგლება.

კამპანიის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ფარგლებში, ყოველი გადახდილი ლარი რეალურ დახმარებად იქცევა იმ ადამიანისთვის, ან საქმისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამჯერად, საზოგადოება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ერთი პატარა ოჯახის, ლია ტერაშვილის და მის შვილის დასახმარებლად გაერთიანდება.

ქალბატონი ლია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პენსიონერია. ის მარტო უვლის 42 წლის შვილს, რომელიც შშმ პირია. მწოლიარე უსინათლო და დამბლით დაავადებული. ახლა მას ახალი, რთული დიაგნოზიც დაემატა. საჭიროა უამრავი წამალი და სპეციფიკური კვება, მაგრამ მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური პენსიაა.

„ჩემი ბიჭი 42 წლისაა, ლოგინად ჩავარდნილია, უსინათლოა, დამბლით. ახლა კიდევ ახალი ავადმყოფობა დაუდგინდა და ძალიან ბევრი წამალი სჭირდება. ასევე, განსაკუთრებული კვება აქვს დანიშნული. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ პენსიაა“, - გვიყვება ქალბატონი ლია.

თქვენი გადაწყვეტილება, გადაიხადოთ წიგნში 2 ლარი თუ 20, შეიძლება ამ ოჯახის ყოველდღიური ბრძოლისთვის ერთადერთ ხსნად იქცეს.

როგორ ეხმარება თქვენი შენაძენი?

გადაიხადეთ ის ფასი, რომელიც თავად მიგაჩნიათ სამართლიანად ამ წიგნისთვის.

10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, ხოლო 10 ლარზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, სრულად საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

ეს ყველაფერი კეთდება სრულიად გამჭვირვალედ, „პალიტრა L“-ის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

წიგნი, რომელიც ვიღაცისთვის იმედის სხივია

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ ერთდროულადაა სიცოცხლის წიგნი, ერთიანობის ჟესტი და კითხვის პოპულარიზაცია. ის აერთიანებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: თანადგომა, განათლება და ადამიანური პასუხისმგებლობა. აქციაში მონაწილეობით არამარტო წიგნს იძენთ, არამედ თქვენ თესავთ სიკეთეს.

აქცია დაიწყება 15 მაისს და გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე. წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება „პალიტრა L“-ის ვებგვერდებსა და „ბიბლუსის“ ქსელის მაღაზიებში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის