მარკო რუბიო - აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება, ის ღიაა პრაქტიკულად ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს - მას სურს ომების დასრულება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სრულიად ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება. ის ღიაა პრაქტიკულად ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს. მას სურს ომების დასრულება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ამავდროულად მომავალში მოხდეს ომების დაწყების თავიდან აცილება.

„მას სურს, რომ ომები არ მოხდეს. ნატოს მიზანია თავისი სიძლიერის მეშვეობით ომების თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ის გაძლიერდეს, ყველა პარტნიორს შორის ხარჯების დონე, რომელიც ყველას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ძლიერი, ეს ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ ღია ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და დავეხმაროთ მხარეებს ყველანაირად კონფლიქტის დასასრულებლად“, - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გააჟღერა დონალდ ტრამპის სიტყვები და აღნიშნა, რომ ომი აუცილებლად მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, რათა ადამიანური მსხვერპლი შემცირდეს.

„ეს ომი დასრულდება არა სამხედრო გადაწყვეტით, არამედ დიპლომატიური გზით და რაც უფრო მალე იქნება მიღწეული შეთანხმება ამ ომის დასრულების შესახებ, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და მით ნაკლები ნგრევა იქნება. საბოლოო ჯამში, ეს არის პრეზიდენტის მიზანი. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ წინსვლის ნაბიჯების პოვნას, რაც უზრუნველყოფს ამ ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით და მომავალში ნებისმიერი ომის თავიდან აცილებას, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც არა მხოლოდ ამ ომის დასრულებას უზრუნველყოფს, არამედ მომავალში ახლის დაწყებასაც ხელს შეუშლის“, - განაცხადა მან.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი