„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

როდესაც ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველო კვლავ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ამერიკაში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრები იმართება კონგრესსა და სენატში.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც უშუალოდ იქმნება ამერიკული პოლიტიკა. ასევე შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინ როდესაც ივანიშვილო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ა.შ.

ამიტომ იმისთვის, რომ ეს ყველა სარგებელი მივიღოთ და მხოლოდ სანქციები კი არ ამოქმედდეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არამედ მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც „MEGOBARI აქტი“ გვთავაზობს საქართველოს და ქართველ ხალხს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რაც დაგვაბრუნებს დემოკრატიის გზაზე, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან. არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან მოთანამშრომლე ივანიშვილს არ აქვს შანსი ურთიერთობის აღდგენის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა