ირაკლი ზარქუა - რაც შეეხება ამ „ჰერჩინსკებს“, რომლებიც არიან ჩასაფრებულები, რომ ურთიერთობა გააფუჭონ ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და აშშ-ს შორის, არაფერი გამოუვათ - გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება, რაც არ უნდა ეწვალონ

გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება! არაფერი გამოუვათ! - რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, როგორც მათი წინამორბედები წავიდნენ ხელმოცარულები, ზუსტად ასე წავლენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „სანქციებით ვერავის შეაშინებენ“.

ზარქუა ელჩებს მოუწოდებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში დარჩნენ და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურონ.

„ჩვენ ვთქვით, რომ სანქციებით ვერავის შეაშინებენ. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი ვართ. ჩვენ გვყავდა წინაპრები, რომლებიც ურდოებს ეომებოდნენ. დიდი იმპერიები ჩამოინგრნენ, არ არსებობენ, საქართველო კი დგას მართლმადიდებელი და ქართული ღირებულებებით და ასე გააგრძელებს მომავალში, სანამ ეს პლანეტა იტრიალებს. რაც შეეხება ამ „ჰერჩინსკებს“, რომლებიც არიან პირდაპირ ჩასაფრებულები, რომ ურთიერთობა გააფუჭონ ჩვენსა და ევროკავშირს შორის, ჩვენსა და ამერიკას შორის, ჩვენსა და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არაფერი გამოუვათ. გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება. რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, როგორც მათი წინამორბედები წავიდნენ ხელმოცარულები, ზუსტად ასე წავლენ, უბრალოდ ჩვენ დაგვრჩება ცუდი მოგონებები და ვიტყვით, რომ ის არ იყო კარგი კაცი და არ იყო კარგი დიპლომატი. ყველას მოვუწოდებ, დარჩნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ ბევრი რამ ვიცით, ვინ როგორ და ვის ემსახურება. ჩვენ ვემსახურებით ქართულ ინტერესებს, ქართულ სახელმწიფოს, მათ მოვუწოდებთ, ემსახურონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას და არა პირიქით," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები