სალომე სამადაშვილი - ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან - დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება - რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა

ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან - დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება. რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი განაცხადა, რითაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ „დასავლეთი საქართველოდან ბოლომდე ჩახსნან”.

„ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან - დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება. რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა.

არანაირი დასავლეთთან „ნორმალიზაცია” არაა ამათი დღის წესრიგი. ამოცანაა ბოლომდე ჩახსნან დასავლეთი საქართველოდან, გაწმინდონ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი დასავლური ღირებულებების ხალხისგან, გატეხონ საზოგადოებრივი პროტესტი და „გასუფთავებული” ჩააბარონ რუსებს.

მერე რა ჯოჯოხეთიც იქნება ეს ქვეყანა, ჩართეთ რუსული პროპაგანდა, ომში მოკლული შვილების, ქმრების და ძმებისთვის მადლობას რომ ეუბნებიან პუტინს და მიხვდებით.

უკრაინის ტერიტორიის 1%-ის ასაღებად 400 000 რუსი მოაკვლევინა პუტინმა გასულ 18 თვეში. დამატებითი საზარბაზნე ხორცი სჭირდებათ, თუნდაც ცოტა იყოს”, - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ფილოსოფოსი ზაზა შათიშვილი ავრცელებს წერილს, სადაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რიტორიკის ფარგლებს უნდა გასცდეს და საქართველოში აკრედიტირებული „დიპლომატიური კორპუსის“ რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

შათიშვილის შეფასებით, წარმოუდგენელია, ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს.

„ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამეთუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან.

ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO - ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში”, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში