ელენე ხოშტარია - ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში? - ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და მას კომისია ეღიარებინა

დანარჩენებს დაიჭერენ თუ არა არ ვიცი, ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში? - ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და მას კომისია ეღიარებინა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, პოლიტიკური რეპრესიებია.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ვისაუბრეთ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე, მის გარდა კიდევ 7 პირის სისხლის სამართლის საქმეა ძიებაში, რაც ცალსახად პოლიტიკური რეპრესიებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და ამით კომისია ეღიარებინა. კომისია არ აღიარა არცერთმა რეალურმა ოპოზიციონერმა და ყველას პოზიცია არის მტკიცე, მიუხედავად ამ რეპრესიებისა. ეს მაგალითია იმისა, რომ რეჟიმის არ აღიარება და დელეგიტიმაცია არის ოპოზიციის მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს