ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ კრემლის ლიდერი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ვეძებოთ

არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა თავისი ლიდერობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს და თუ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებია საჭირო რაიმე პირობებისა და მსგავსის გარეშე. მოდით შევხვდეთ.

ახლა ანკარაში ვართ, ამის შემდეგ ჯგუფს ვაგზავნით სტამბოლში. ის აქ არ არის, სტამბოლში ის არ არის. არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ…

ვთვლი, რომ აშშ და თურქეთი ახლა რუსეთის უპატივცემლობას გრძნობენ. არც შეხვედრის დროს, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე - ეს პირადი უპატივცემლობაა. არ ვამბობ, რომ რუსები ჩვენ არ გვცემენ პატივს, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის ეს სარკისებრია…

ერდოღანის უპატივცემლობა, ტრამპის უპატივცემლობა. ტრამპი ხალხის დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს აგზავნის. ომის მხარეები ვინ არიან? რუსეთი და უკრაინა. სახელმწიფო მდივანი რუბიო - არის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, სად არის შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას უპატივცემლობაა, უპირველეს ყოვლისა თურქეთის, ვინაიდან, აქ არის შეხვედრა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან სასანქციო ნაბიჯებს ელის, თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასრულებისკენ მოძრაობისთვის.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა