მამუკა ჟღენტი - ზუსტად ვიცი, რომ ბაჩიაშვილი ემირატებში იმყოფება - ივანიშვილს ჰგონია, რომ საამიროები მოახდენს მის ექსტრადირებას საქართველოში, თუ მხარს დაუჭერს მათ კანდიდატს

ივანიშვილს ჰგონია, რომ ემირატები მოახდენს ბაჩიაშვილის ექსტრადირებას საქართველოში, თუ ის მხარს დაუჭერს ემირატის კანდიდატს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევას ეხმაურება.

მამუკა ჟღენტის თქმით, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევა ლოგიკურია უკავშირდებოდეს ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვას, რადგან ის „დღემდე წარმოადგენს ნომერ პირველ სამიზნეს“.

„ბაჩიაშვილის გაპარვის გამო ივანიშვილმა მოხსნა მისთვის უახლოესი ადამიანი, ლილუაშვილი, რომელიც სუს-ს ხელმძღვანელობდა. დარწმუნებული ვარ, ეს ვერ აპატია და სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობდა. ლილუაშვილს და სუს-ს გაეპარა ადამიანი, რომელიც დღემდე წარმოადგენს ნომერ პირველ სამიზნეს. ამას თუ გავითვალისწინებთ და კიდევ იმას, რომ ზუსტად ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი იმყოფება ემირატებში და ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხსნის პოლოლიკაშვილის კანდიდატურას და მხარს დაუჭერს ემირატის კანდიდატს, მაძლევს საფუძვლიან ეჭვს იმისთვის, რომ ვიფიქრო, შესაძლებელია ივანიშვილს მიაჩნია, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერენ ემირატის წარმომადგენელს, იქნებ ემირატებმა მოახდინონ ბაჩიაშვილის ექსტრადირება საქართველოში. ოღონდ ეს არ არის დაფუძნებული სერიოზულ, დასაბუთებულ მოსაზრებაზე ან დაპირებაზე ემირატების მხრიდან, ამაშიც დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

მამუკა ჟღენტის მტკიცებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლოლიკაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი განიხილავდა სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად.

„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს „ოცნებიდან“, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოში, ერთ-ერთ კანდიდატურად ივანიშვილი ბატონ პოლოლიკაშვილსაც განიხილავდა“, - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს