მარკო რუბიო - უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს - არ მგონია, გარღვევა გვქონდეს, ვიდრე ტრამპს და პუტინს პირდაპირი ინტერაქცია არ ექნებათ

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. ასევე ცალკე საუბრები გაიმართება სხვა ამერიკელ წარმომადგენლებსა და “დაბალი დონის” რუსულ დელეგაციას შორის.

“იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება, ოთახში თურქი კოლეგების თანდასწრებით, ჩვენი გუნდიდან ვინმესთან ან შესაბამისი დონის ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად…

მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო, არა მგონია, რომ დიდი მოლოდინები გვქონდეს იმისგან, რაც ხვალ მოხდება”, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, “გარღვევისთვის” პუტინისა და ტრამპის შეხვედრაა საჭირო.

“ჩემი შეფასებაა, რომ არა მგონია აქ გარღვევა გვქონდეს მანამდე, სანამ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი ამ საკითხზე პირდაპირ არ მოახდენენ ინტერაქციას”, - განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, მას არა ჰგონია “რამე პროდუქტიული მოხდეს ამის შემდეგ”, სანამ აშშ-ის და რუსეთის ლიდერები “ძალიან გულწრფელ და პირდაპირ საუბარში” არ ჩაერთვებიან. მან აღნიშნა, რომ ტრამპს “სურს” ამ საუბრის ჩატარება და “მოუთმენლად” ელის ამ ომის დასრულებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე