დავით სიხარულიძე - „ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს - ქვეყნის რეპუტაცია არის ის, რაც მეგობრებს მოუპოვებს, მაგრამ მას აგურ-აგურ ანგრევენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ

[ირაკლი კობახიძის] წერილის არც შინაარსი, არც ფორმა არ მიანიშნებს იმაზე, რომ წერილი დაწერილია იმისათვის, რათა ურთიერთობები გამოსწორდეს. საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი ფორმა საერთოდ არ არის მიღებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის დაწერილ ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სიხარულიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების გამოსწორებისთვის, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია, მთლიანად დაინგრეს.

“ხანდახან, შთაბეჭდილება მაქვს, რომ ძალიან დაბალგანვითარებული ადამიანების გასაგონად არის ეს “გლობალური ომის პარტია”, “დიფ სთეითი”, “მასონები” და მსგავსი სიტყვების რახარუხი. ამ სიტყვების რახარუხი არანაირ ფასეულობით თანხვედრას ვინმესთან არ გულისხმობს.

“ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებამ ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. არც ამ წერილის შინაარსი, არც ფორმა არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს წერილი დაწერილია იმისათვის, რომ ურთიერთობები გამოსწორდეს. საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი ფორმა საერთოდ არ არის მიღებული. ის ტონი და შინაარსი, რაც ამ წერილში წერია, არანაირად არ მაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქრო, ამ სიტყვების რახარუხის ვინმეს სჯერა და საერთოდ, რთული წარმოსადგენია ჩემთვის, რომ შეერთებულ შტატებში იყოს ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მისაღები იქნება დემოკრატიის უკუსვლა, სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაცვლება ჩინეთთან ან ირანის სატირალში სიარული და ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებთან ერთად ჩვენი წარმოჩინება.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის მიზანმიმართული და თანმიმდევრული ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული და წინ წასული ქვეყნის რეპუტაცია, მთლიანად დაანგრიონ და ამის ინტერესი ვის შეიძლება ჰქონდეს? - ერთადერთი რუსეთს იმიტომ, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის ის, რაც მას მოუპოვებს მეგობრებს, ამ რეპუტაციას კი აგურ-აგურ ანგრევენ იმისათვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ. როგორც ჩანს, საქართველოს ეროვნული ინტერესები წინააღმდეგობაში არის “ქართული ოცნების” დაჯგუფების ძალაუფლებაში დარჩენის ინტერესებთან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ქართული ოცნება” წავა, კიდევ დიდი ძალისხმევა დასჭირდება ამ რეპუტაციის გამოსწორებას”, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე