„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, კონგრესმენ ჯიმ ბერდთან შეხვედრა გამართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აშშ-ში კონგრესმენ ჯიმ ბერდს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რესპუბლიკელ ლიდერსა და საგარეო საქმეთა კომიტეტის დაზვერვის ქვეკომიტეტის გავლენიან წევრს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციამ კონგრესმენს ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.

„დელეგაციის წევრების განცხადებით, კანონპროექტის მიღებამ საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის ახალი იმედი გააჩინა და დელეგაციამ კონგრესმენს ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით, დადებითი ხმის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა. დელეგაციის წევრების განცხადებით, კანონპროექტის მიღებამ საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის ახალი იმედი გააჩინა და ძლიერი სიგნალი წარმოადგინა აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერისა, ქართველი ხალხისადმი. შეხვედრის დროს, ენმ-ის ლიდერებმა კონგრესმენს წარუდგინეს დეტალური ანგარიში ჩინეთის ეკონომიკური იმპერიალიზმის მზარდი გავლენის შესახებ საქართველოში. მათ ახსენეს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო მეტად უღებს კარს პეკინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას და მზად არის ქვეყანა კოლონიად გადააქციოს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ მომავალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, კონგრესმენი ბერდის როლი დაზვერვის ქვეკომიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მავნე უცხოური გავლენების შესწავლის კუთხით. მისი თქმით, მისი მტკიცე მხარდაჭერა და გააზრებული დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

„შეხვედრა შედგა ენმ-ის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, რომლის მიზანია აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის გაღრმავება და ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად აშშ-ის პოლიტიკური ყურადღების უზრუნველყოფა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა