„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სენატორ როჯერ უიკერსს შეხვდნენ

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია სენატორ როჯერ უიკერსს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას „MEGOBARI აქტი“ და მომდევნო ნაბიჯები წარმოადგენდა. დელეგაციამ სენატს კანონის საბოლოო მიღების მიზნით სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, რომ ქართული დემოკრატიის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამყარდეს.

„განსახილველ თემებს შორის იყო, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დროებითი შეჩერება. მხარეებმა საერთო პოზიცია დააფიქსირეს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სრულად აღდგება, როგორც კი საქართველოში დემოკრატია იქნება აღდგენილი.

ენმ-ის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი საერთაშორისო საფრთხეებზე, რომელიც სახელმწიფო რესურსებს უცხოეთში ლობისტების დასაქირავებლად იყენებს - მისი მიზანია გავლენის მოპოვება უცხო ქვეყნებში, რაც მის იზოლაციასა და სისუსტეს ნათლად უსვამს ხაზს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს, დელეგაციამ სენატორ უიკერსს მოუწოდა, საქართველოს ეწვიოს, რათა ადგილზე დააფიქსიროს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი.

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ში. ვენ მზად ვართ, დავაბრუნოთ დემოკრატია და ავაშენოთ ძლიერ ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მათივე ცნობით, დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი კაპიტოლიუმის შეხვედრებითა და ვაშინგტონის კვლევით ცენტრებში გრძელდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა