პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება - ლიდერები, ერთად, ციხეში კი არა, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება

მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მე მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა“, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამოცანა უნდა იყოს არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება.

„უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ ყველას, ვინც გირაოს გადაუხდელობით პატიმრობაში მიდის – ეს მართლაც მორალურად ძლიერი და ღირსეული აქტია, მაგრამ მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!

რეჟიმის სტრატეგია თავიდანვე იყო ლიდერების იზოლირება და პროტესტის გადაქცევა უთავო წინააღმდეგობად.

ფაქტია, თანამედროვე ავტოკრატიებს ამარცხებს ერთიანი მიზნისკენ შეკრული საზოგადოება – არა ციხეები. არც ბელარუსში, არც რუსეთში ციხეებმა არ გააძლიერა პროტესტი – პირიქით! საკმარისი ტყვეები უკვე ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს – ახლა კი გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი ძალა!

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება – მძლავრი წინააღმდეგობის ორგანიზება. ამიტომ ვთვლი, ლიდერები ერთად ციხეში კი არა, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა