გერმანიის ელჩი - თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი

თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი სასამართლოში სწორედ ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.

მისი თქმით, გერმანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სურს საქართველო გაერთიანების წევრი გახდეს.

„მე წარმოვადგენ გერმანიას, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორი. ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს დეზინფორმაციაა. თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი,“ - განაცხადა მან.

ამასთან, პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ბრალი დასდო ოპოზიციისთვის მითითებების მიცემაში.

„ამასთან მე მაქვს კითხვა ტელეკომპანია „იმედთან“. გუშინ თქვით, რომ მე ვაძლევ მითითებებს რადიკალურ ოპოზიციას. რის საფუძველზე გაავრცელეთ ეს დეზინფორმაცია? ეს ცრუ ინფორმაციაა და მე გიწვევთ დაამტკიცოთ, რომ მე ვაძლევ მითითებებს ოპოზიციას,“ - განაცხადა მან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს