გურამ მაჭარაშვილი - მომხრე ვარ, პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით, პარალელური არჩევნები ჩაატაროს - საღად მოაზროვნე ადამიანი არა თუ ამას არ იტყვის, არამედ არც იმას, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს

პირადად მე მომხრე ვარ, პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს - საღად მოაზროვნე ადამიანი არა თუ ამას არ იტყვის, არამედ არც იმას იტყვის, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ზიზღსა და ბოღმაში მყოფ ბურჭულაძეს არ ესმის, რომ არჩევნები ტელეფონებით ვერ ჩატარდება“.

„ალბათ ცალკე ტელეფონების განყოფილების უფროსს დანიშნავენ, რომ გადაამოწმონ, ვინ ვის დაუჭირა მხარი. საინტერესოა, როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე არჩევნებს ტელეფონით და როგორ მიიღებს „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობას. მერე ალბათ შედეგებზე ექნებათ პრობლემა. ალბათ იმასაც მნიშვნელობა ექნება, ვინ რომელი ტელეფონით დარეკა. ბურჭულაძემ როგორც “იავნანაში“ გაართვა თავი, აქაც ასევე გაართმევს თავს.

არ მგონია, მათ ბოლომდე ესმოდეთ თუ რას საუბრობენ და რას აკეთებენ - ეს იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე არიან ზიზღსა და ბოღმაში. ამ ზიზღსა და ბოღმას ევროკავშირი აფინანსებს. თავის დროზე კი, USAID აფინანსებდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.

„ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს