სალომე სამადაშვილი IDU-ის რეზოლუციაზე - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა

დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა - „საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა“ აშშ-სა და ევროკავშირს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, „საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის“ (IDU) მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, რეზოლუციაში, რომელშიც საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როგორც პერსონალურ, ისე მისი კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი აქტი და მოწოდებაა ევროკავშირისთვისა და აშშ-სთვის, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პროცესი დააჩქარონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მორიგ ჯერზე, მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ - „საერთაშორისო დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო, რომ დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა და აშშ-სა და ევროკავშირს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდეს, მათ შორის, იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ის საქართველოში დემოკრატიის გასაუქმებლად იყენებს. ამ ორგანიზაციაში წარმოდგენილი არიან დემოკრატიული ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას საკუთარი ასახვა ექნება როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში სანქციების ამუშავების დაჩქარების თვალსაზრისით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ალბანეთში ვიზიტიც შეაფასა. სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძეს, ვიზიტის ფარგლებში არანაირი ორმხრივი შეხვედრა არ ექნება.

„არცერთი მაღალი დონის ვიზიტი მოუმზადებლად არ იგეგმება, რადგან მაღალი დონის შეხვედრას ხელშესახები შედეგი უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ამ ფორუმზე არ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, მას და ივანიშვილის რეჟიმს რა რეაქციაც აქვთ ყველა იმ გზავნილზე, რომელიც დასავლეთიდან ისმის. არ მგონია, ვინმემ თავი მოიტყუოს, რომ რაიმე პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია კობახიძესთან შეხვედრას. თუ ვინმე მას შეხვდება, ერთადერთი მიზეზით, რომ კიდევ ერთხელ განუცხადონ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების არანაირი გაუმჯობესება არ იქნება, სანამ ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმების მცდელობა იქნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, ევროპული მხარეც გააკეთებს საკუთარ განცხადებებს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე რა გავლენა ექნება ამ ფორუმში, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის ფორმალურ მონაწილეობას, თუ საჭიროდ ჩათვლიან“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა