საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორ მეცნიერ-მკვლევარსა და ორ თანამშრომელს საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ენერგეტიკის ფაკულტეტის ორი მეცნიერ-მკვლევარი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი სტუ-ის საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე საპატიო დიპლომები ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ლალი ხუნწარიას, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის ლაბორანტ ნიკოლოზ ავლოხაშვილს, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თამაზ ურთმელიძესა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დოქტორ ლევან ფიფიას გადასცა.

როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ლალი ხუნწარიას, ნიკოლოზ ავლოხაშვილს, თამაზ ურთმელიძესა და ლევან ფიფიას მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი საპატიო დიპლომებით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.

„აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დააფასოს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. მათი საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მიმართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისა და წარმატებისკენ. აკადემიური საზოგადოების სახელით, გულითადად ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის