პროფესორი ვახტანგ მაისაია ჟურნალ  ANTE PORTAS  მთავარ რედაქტორად, ალიკა გუჩუა კი რედაქტორის მოადგილედ დაინიშნა

პოლონეთის რესპუბლიკაში მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების კვლევების სამეცნიერო ჟურნალ ANTE PORTAS-ის მთავარ რედაქტორად დაინიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია, მთავარი რედაქტორის მოადგილედ კი დაინიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ევროპული გამოცემა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-კვლევითი ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს და გააჩნია მაღალი რეპუტაცია ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში. მისი გამომცემელია იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ფაკულტეტი.

ANTE PORTAS-ი აქვეყნებს სამეცნიერო-კვლევით სტატიებს, მიმოხილვებს, რეცენზიებსა და მოსაზრებებს, რომლებიც ეხება სოციალურ კვლევებს, განსაკუთრებით კი ყურადღება მახვილდება უსაფრთხოების პრობლემატიკის მიმართულებით სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ისტორიულ ასპექტებზე. ჟურნალი აერთიანებს სამხედრო ექსპერტებს, მკვლევარებსა და სპეციალისტებს, რომლებიც იკვლევენ უსაფრთხოების ისეთ მიმართულებებს, რომლებიც უკავშირდებიან შემდეგ ქვე-მიმართულებებს: შეიარაღებული კონფლიქტები; ჰიბრიდული ომები; გეოპოლიტიკა; საერთაშორისო ურთიერთობები; თავდაცვის პოლიტიკა და სამხედრო სტრატეგია; თავდაცვითი ეკონომიკა; ტერორიზმი და კონტრტერორიზმი; საინფორმაციო უსაფრთხოება; კრიზისების მართვა.

ჟურნალს გააჩნია ისეთი პრესტიჟული ევროპული და საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსები, როგორებიცაა: Index Copernicus და ERIHPlus.

აღსანიშნავია, რომ გამოცემასთან აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც არის მისი სტრატეგიული პარტნიორი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო