ირაკლი კობახიძე - თქვენ ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოს სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში

ელჩს არ აქვს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება - ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, „რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ბათუმში გერმანიის ელჩის აქტივისტებთან შეხვედრას“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა სასამართლო პროცესს ბათუმში, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევაა.

„მათ გაუჭირდებათ იმ თემებზე საჯაროდ საუბარი, რასაც ერთმანეთში განიხილავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

თქვენ ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, თუ არ ვცდები სამი ქვეყნის ელჩი, ესწრებოდა სასამართლოს სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის დარღვევაა და ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ჩვენ ბუნებრივია ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. ელჩს არ აქვს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება და მით უმეტეს არ აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.

მე პირველ რიგში ვგულისხმობ საჯარო განცხადებებს და შეფასებას იმისა, რასაც ეს კონკრეტული ადამიანები აკეთებენ. ისინი უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგადად სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ