პრემიერი - როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა