თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონსა და სენატორ როჯერ უიკერსს შეხვდნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი „MEGOBARI აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ უიკერსს შეხვდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თინა ბოკუჩავამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს. ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ქართველი პოლიტიკურ დელეგაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში ერთი კვირა გაგრძელდა.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შეხვედრებმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა და ემსახურებოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„მას შემდეგ, რაც შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, შეხვედრები გვქონდა ანალიტიკურ ცენტრებში - არაერთ კონგრესმენს, სენატორს, მათ შორის სენატორ უიკერსს შევხვდით, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, ასევე კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. დღეს ვასრულებთ ძალიან წარმატებულ, ნაყოფიერ ვიზიტს აშშ-ში, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის MEGOBARI აქტის მიღებას, რომელიც უამრავ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს და ამ ეტაპზე ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის, მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რომელიც ხელს უშლის ამერიკა-საქართველოს მეგობრობას, იმ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და რომელსაც აუცილებლად აღვადგენთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა