პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა

პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უნგრეთში უცხოური ჩარევის გამოძიების მიზნით დანიშნული კომისარი, ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შტაბ-ბინაში შეხვდა და უნგრეთში სააგენტოს საქმიანობისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეხვედრამ ამერიკელ ოფიციალურ პირებში შეშფოთება გამოიწვია და ინფორმაციის გაზიარებაზე უარი განაცხადეს, რადგან ჩათვალეს, რომ ინფორმაცია, რომლის მიღებასაც უნგრელები ითხოვდნენ, შესაძლოა მთავრობას დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციაზე ზეწოლის მიზნით გამოეყენებინა.

„უნგრეთში USAID-ის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი ორგანიზაცია პოლიტიკური ხასიათისაა და უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, - განუცხადა Reuters-ს ანდრაშ ლასლომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ შეხვედრა უნგრული მხარის მოთხოვნით გაიმართა და ლასლო ამერიკელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის USAID-ის რესურების მართვის ადმინისტრატორის მოადგილეს, კენეტ ჯექსონს შეხვდა.

ცნობისთვის, 13 მაისს უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ფიდესმა“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს იმ ორგანიზაციების სია შექმნას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და მათი საქმიანობა შეზღუდოს ან დახუროს ისინი, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მსგავსი ორგანიზაციები უნგრეთსა და მის კულტურას საფრთხეს უქმნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს