ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სამადლობელი პარაკლისი აღევლინება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა.

ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს.

მსვლელობაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღავლინა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით შესრულდა მსვლელობა.

ინფორმაციისთვის, თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე