ანა დოლიძე - მმართველი კორუმპირებული ბანდის ყველა განცხადება ოჯახებზე არის დიდი ტყუილი

„ოცნების“ კორუმპირებულ ბანდას ოჯახები სულ ფეხზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარი ოჯახების სიმდიდრე აინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2024 წელს, მხოლოდ 6 თვეში პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა.

„მმართველი კორუმპირებული ბანდის ყველა განცხადება ოჯახებზე არის დიდი ტყუილი. „ქართულ ოცნებას“ ოჯახები ცუდ დღეში ჰყავს. „ოცნების“ კორუმპირებულ ბანდას ოჯახები სულ ფეხზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარი ოჯახების სიმდიდრე აინტერესებს.

2024 წელს, მხოლოდ 6 თვეში პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა; 2024 წელს განქორწინებების მაჩვენებელმა 13 520 შეადგინა; 2024 წელს ძალადობის მსხვერპლი 3457 ქალი და 123 ბავშვი გახდა; 2024 წელს 671 337 კაცი იღებდა საარსებო შემწეობას; 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა; ბავშვები შიმშილობენ.

სინამდვილეში, მმართველ კორუმპირებულ ბანდას ოჯახები სძულს იმიტომ, რომ მდიდარი და კმაყოფილი ოჯახი ითხოვს ღირსებას.

„ქართულ ოცნებას“ ოჯახები ცუდ დღეში ჰყავს“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ