ჯორჯია მელონი - მინდა, მადლიერება გამოვხატო პაპ ლეო XIV-ს მიმართ, რომელმაც რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად ვატიკანი შემოგვთავაზა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა პაპ ლეო XIV-ს, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა.

„საჭიროა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესი, რომელიც, ცხადია, სათანადოდ გაითვალისწინებს თავდასხმის ქვეშ მყოფი ერისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის, პაპ ლეო XIV-ის მიმართ, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად წმინდა საყდრის შეთავაზებით გამოვიდა“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, პაპი ლეო XIV უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პლატფორმად ვატიკანის შეთავაზებით გამოვიდა. ამ წინადადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც გამოეხმაურა და ძალიან კეთილშობილური შეთავაზება უწოდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა