თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„ჩვენ გხედავთ" - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ და გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების მიერ გზის სავალი ნაწილის ცალმხრივად გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური მოჰყვა.

ისინი მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისთან მიემართებიან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

"დღეს არის პროტესტის 172-ე დღე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქციები ბოლო პერიოდში ძალიან მონოტონური გახდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსი გადავიტანოთ იმ სტრუქტურაზე, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის უფლებების შეზღუდვასა და ძალადობაში. ამიტომ, დღეს მარშით ვიძვრებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და შემდეგ სუს-თან. მოვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. გვინდა "ქართულ ოცნებას" დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და ბოლომდე ვიბრძოლებთ",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ამერიკის და ევროკავშირის დროშები. ასევე, სხვადასხვა ბანერი, წარწერით: "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "არცერთი დასჯილი პოლიციელი", "გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები" და სხვა. აქცია-მსვლელობაში მონაწილეობენ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებიც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს