საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გახსნა.

„საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ უნიკალურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე მხატვრის პირად არქივს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო წიგნის - „ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ალექსანდრე შარვაშიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა უფასოდ შეეძლებათ. ასევე წლის ბოლომდე გამოფენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმები უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე შერვაშიძე პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარია, რომელმაც საკუთარი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ნამუშევრების ნაწილი სოხუმის სურათების ეროვნულ გალერეაში ინახებოდა, რომელიც 2024 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე