პორტუგალიის ვადამდელ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა

წინასწარი შედეგების მიხედვით, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში ხმების ხმების 32.7 პროცენტით გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზე მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ გავიდნენ ხმების 23.4 პროცენტით, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“ – 22.6 პროცენტით.

„დემოკრატიული ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 230-ადგილიან პარლამენტში 89 ადგილის მოპოვებას ნიშნავს, რაც მმართველი უმრავლესობისთვის საჭირო 116 ადგილის მოპოვებას ართულებს.

შეგახსენებთ, პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ეს ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე არჩევნები იყო, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველმა პარტიამ ნდობის მოპოვება ვერ შეძლო. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტში კენჭი მიმდინარე წლის მარტში მონტენეგროს ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბრალდებების გამო უყარეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა