ნათია თურნავა - ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასი იყო გაცილებით დაბალი, მას შემდეგ ფასი გაიზარდა

ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასი იყო გაცილებით დაბალი, მას შემდეგ ფასი გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სებ-ი ამ ეტაპზე, მონეტარული ოქროს გაყიდვას არ გეგმავს.

„[ოქროს შეძენა] ეს იყო ჩვენი მხრიდან გაბედული ნაბიჯი - ოქრო გრძელვადიანი დაგროვების სანდო ინსტრუმენტია, საინვესტიციო თვალსაზრისით. ჩვენ შევიძინეთ 500 მლნ ღირებულების ოქრო იმ დროს, როცა ფასი იყო გაცილებით დაბალი, მას შემდეგ ფასი გაიზარდა. ასე რომ, ვფიქრობთ, ეს იყო სწორი ნაბიჯი. მხოლოდ ის, რომ ღირებულებაში გაიზარდა ჩვენი ოქროს ინვესტიცია, ეს არ არის მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა არის გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი დივერსიფიკაცია იყოს. ოქროს ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა იზრდება. თუმცა როგორც კი ხდება გლობალური რისკების შემცირება, შეიძლება მისი ფასი ქვევით წამოვიდეს. ამან არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიქონიოთ განსხვავებული ინსტრუმენტი ჩვენს პორტფელში. ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვგეგმავთ მონეტარული ოქროს გაყიდვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ კარგი, მიმზიდველი ინვესტიციაა ჩვენთვის”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს