გია ბურჯანაძე საგამოძიებო კომისიას - 2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტოტალურ დაშინებას მიაღწია, ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი, ადამიანებს დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის

2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტოტალურ დაშინებას მიაღწია - ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი, - ამის შესახებ მსახიობმა, გია ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.

მისი თქმით, „ყველას ყველაფრის ეშინოდა“.

„ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი. სამსახურიდან ხსნიდნენ ადამიანს, ხალხს ეშინოდა ტელეფონზე ლაპარაკის. ბიზნესი კი არა, დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის. ჩემი მეგობრის მეუღლეს ჩამოართვეს მანქანა იმიტომ, რომ მოდიოდა, მხარს გვიჭერდა. ეს პრეცედენტი შექმნეს, რომ ერთი წელი შემდეგ ჩამკვდარი იყო ყველაფერი საქართველოში. ტოტალური შიში იყო,“ -განაცხადა გია ბურჯანაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს