გიორგი კახიანი - თუ გირაოს არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას რეაგირება მოჰყვება - პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი სცენ - როცა კანონს არღვევენ და შემდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, ეს ფარისევლობაა

პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს - თუ [გირაოს] არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გირაოს გადაუხდელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობა და არასწორი საქციელია.

„პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობა და არასწორი საქციელია. ამიტომ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო გადაიხადონ. თუ არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს.

გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო