ისრაელი ღაზაში „უპრეცედენტო თავდასხმას“ გეგმავს და პალესტინელებს ხან იუნისიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ, სამხრეთ ღაზას რაიონებში, ხან იუნისში, ბანი სუჰეილასა და აბასანში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევაკუაცია უპრეცედენტო თავდასხმის წინ, რომლის სამიზნეც, მისი თქმით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ამ ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლებლობების გასანადგურებლად უპრეცედენტო თავდასხმას განახორციელებენ. დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ევაკუაცია დასავლეთით, მავასის ტერიტორიაზე. ამ მომენტიდან ხან იუნისის პროვინცია საშიშ საბრძოლო ზონად ჩაითვლება. ტერორისტულმა ორგანიზაციებმა კატასტროფა მოგიტანეს. თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინეთ ევაკუაცია“, - დაწერა პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ევაკუაციის გაფრთხილება ღაზას ცენტრალური ტერიტორიისთვის გასცეს. ისრაელი ღაზაში გაფართოებულ შეტევას აგრძელებს, რასაც თან ახლავს დაბომბვის ოპერაციაც.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს