პოლიციელი საბა ნაბახტეველი - აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ დაზიანება მომაყენა შუბლის, ცხვირისა და ლოყის არეში

აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ დაზიანება მომაყენა შუბლის, ცხვირისა და ლოყის არეში, - ამის შესახებ პოლიციელმა საბა ნაბახტეველმა განაცხადა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

ნაბახტეველს საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მისი თქმით, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, შემდეგ კი მომიტინგეები აგრესიულები გახდნენ.

„თანამშრომელმა მიმიყვანა სასწრაფო დახმარებამდე, შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს... პოლიციის მიმართ ჰქონდათ აგრესია. ისროდნენ საგნებს, ბოთლებს, რომელშიც მოთავსებული იყო ქვები, კვერცხები და სხვადასხვა მძიმე საგნები.

მე გამაჩნია პრეტენზია იმ ადამიანის მიმართ, ვინც მესროლა ქვა და დამაზარალა“, - განაცხადა ნაბახტეველმა.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, პოლიციელების მხრიდან თუ ესმოდა მას შეურაცხმყოფელი ფრაზები, ნაბახტეველმა უპასუხა, - „არა, რა თქმა უნდა“.

ნაბახტეველს ამ წუთებში დაცვის მხარე უსვამს კითხვებს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია