სალომე ზურაბიშვილი - გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო - ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს