ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის ადვოკატები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვდნენ, რაც არ დაკმაყოფილდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის ადვოკატები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვენ.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც მოწმე პოლიციელმა საბა ნაბახტეველმა სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ მასთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ბრალდებულებსა და ადვოკატების ნაწილს არ მიეცათ.

მოსამართლემ მოწმის დასაკითხად მხარეებს კონკრეტული ვადა განუსაზღვრა, რის ამოწურვის შემდეგაც, პოლიციელი დარბაზიდან ისე გაუშვა, ბრალდებულებს კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

ადვოკატების პროტესტი სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია.

"ბრალდებულებს უფლება შეეზღუდათ მოწმისთვის კითხვები დაესვათ, ეჭვი შეგვაქვს, რომ საქმის ობიექტურად განხილვას შეძლებთ",- განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

ბრალდებულ რევაზ კიკნაძის განცხადებით, მოწმე პოლიციელთან კითხვები მასაც ჰქონდა, თუმცა, ამის საშუალება მას არ მიეცა.

"სწრაფი მართლმსაჯულებაო, ხშირად ახსენებთ[მოსამართლეს], ჩვენ სწრაფი მართლმსაჯულება არ გვინდა, ჩვენ სამართლიანი მართლმსაჯულება გვინდა. მოწმე ისეთ რაღაცებს ამბობს, კითხვები გვიჩნდება და პასუხებიც გვინდა ხოლმე. თუ სწრაფად გინდათ დასრულება პროცესების, ერთნაირ მოწმეებს ნუ მოიყვანთ. ისეთი მოწმეები მოგყავთ, რომელიც ჩვენ არ გვეხება და ისეთი მოწმეები მოიყვანეთ, ვისაც ჩვენთან გადაკვეთა ექნება", - განაცხადა კიკნაძემ.

სიტყვით ისარგებლა კიდევ ერთმა ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ და აღნიშნა, რომ "ორი კითხვა ჰქონდა და ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებდა".

ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა ნინო გალუსტაშვილმა და საქმე არ აიცილა. როგორც მან განმარტა, ის ბრალდებულებს არანაირი ფორმით არ ზღუდავს, დღევანდელი სხდომის დრო კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში