ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა - თუ ისრაელი ღაზაში განახლებულ სამხედრო შეტევას არ შეწყვეტს და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს არ მოხსნის, საპასუხოდ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ

გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და კანადა ისრაელის მიერ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თუ ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს, რეაგირება ექნებათ.

„არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის ზომები „სრულიად არაადეკვატურად“ შეაფასეს და ისრაელს მოუწოდეს, აღადგინოს ღაზას სექტორში დახმარების მიწოდება, ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად.

განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელი თავის დაცვას სრული გამარჯვების მიღწევამდე გააგრძელებს.

„ლიდერები ლონდონში, ოტავასა და პარიზში 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული გენოციდური თავდასხმისთვის უზარმაზარი პრიზის შეთავაზებით გამოდიან კიდევ უფრო მეტი მსგავსი სისასტიკის მოწვევით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე