ვარშავაში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ორგანიზებული მსვლელობა და იმავე დღეს, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართება

პოლონეთში, ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ დედაქალაქ ვარშავაში „პოლონეთის დიდი მარშის“ ჩატარება დააანონსა.

ნავროცკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, 25 მაისს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ და განაცხადა, რომ მსვლელობა იქნება „სუვერენული პოლონეთის, უსაფრთხო პოლონეთის და უპირველეს ყოვლისა, ნორმალური და აყვავებული პოლონეთისადმი ერთგულების გამოვლინება“.

იმავე დღეს, 25 მაისს გაიმართება „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატის, რაფალ რაფალ ტრჟასკოვსკის მხარდამჭერი მიტინგი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დააანონსა.

შეგახსენებთ, პოლონეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. საარჩევნო უბნების 100%-დან მიღებული ხმების დათვლის შემდეგ მონაცემებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ ხმების 31.36%-ი მიიღო, ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ კი - 29.54%-ი. არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს რაფალ ტრჟასკოვსკი და კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდებიან, 1-ელ ივნისს გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს